17:08 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 17:59:19, 479 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ღია კარის დღე გაიხსნა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცის აკადემიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ღია კარის დღე გახსნა.

საბაკალავრო სკოლის IV კურსის იუნკერმა, რიგითმა გიორგი ფერაძემ აბიტურიენტებს სკოლაში მიღების პირობების, არსებული საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ახალგაზრდებმა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სწავლის უპირატესობასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზეც მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. 

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 28 მარტიდან 17 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტები აკადემიის შიდა ტურებს გაივლიან, რომელიც ფიზიკურ მომზადებას, სამედიცინო შემოწმებასა და გასაუბრებას მოიცავს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი შემდეგი საგნები ბარდება - ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და მათემატიკა.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამებზე ხორციელდება. იუნკერები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაზღვევით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას - "ლეიტენანტი". 

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიერ.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics