|
2025-02-21 12:31:56, 503 ნახვა
სამართალი
ნიკა კაციას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოთხოვნით, 7 მარტამდე გადაიდო
საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ჟურნალისტის, ნიკა კაციას სასამართლო პროცესი 7 მარტს 11:00 საათზე ჩატარდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რასთან დაკავშირებითაც პოზიციის დასაფიქსირებლად პროკურორმა დრო მოითხოვა. მომავალ სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს. ნიკა კაციას ადვოკატის განცხადებით, ალტერნატიული ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩატარდა, დაქტილოსკოპიური და ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მიღებული იქნა დასკვნა, რომლის თანახმადაც ნიკა კაციას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი და არც ნარკოტიკის შეფუთვაზე აღმოჩნდა თითის კვალი. სასამართლო სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა თავად ნიკა კაციამაც და ღირსების შემლახველ გარემოებებზე ისაუბრა, რა პირობებშიც მას საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესის დაწყებამდე ამყოფებენ. "საბადრაგო სამსახური სარდაფში დაჯდომის საშუალებას არ მაძლევს, ფურცლები მოვითხოვე და არ მომცეს, გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები, ეს ყველა შემთხვევაში უნდა ვთქვა." - განაცხადა კაციამ. ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ნიკა კაცია პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო. ის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი "ჩაუდეს".
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)