|
2025-02-20 11:58:22, 484 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და კოლაბორაცია
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირითადად, თიბისის ტექ პროფესიონალები კითხულობენ. თიბისი IT აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი DevOps მიმართულების კურსია, რომლის პროგრამაც მაქსიმალურად პრაქტიკულია და სასწავლო პროცესი რეალურ სამუშაო გარემოს ემსგავსება. სტუდენტებისთვის საგანგებოდ შეიქმნა სატესტო ლაბი, რომელიც თიბისის რეალური სამუშაო გარემოს ანალოგია და პრაქტიკული დავალებების შესრულებასაც გულისხმობს. კურსი კიდევ უფრო საინტერესო და ღირებული Amazon Web Services-თან პარტნიორობის დაწყების შემდეგ გახდა. ამ თანამშრომლობის ინიციატორები არიან თიბისის გუნდის წევრები - გიორგი კაჭარავა (SRE ლიდი), საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი) და თიბისი ჯგუფის გუნდის წევრი გიორგი სემენიხინი (ქლაუდ ინჟინერი), რომლებიც, ამავდროულად, ამ კურსის ლექტორები არიან. AWS Cloud Platform თიბისის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. კომპანიის ქლაუდ პლატფორმის დიდი ნაწილი AWS-ის ინფრასტრუქტურაშია გამართული. ის ყველაზე პოპულარული ღრუბლოვანი გარემოა. აქედან გამომდინარე, ტექ ტალანტებისთვის კურსში გათვალისწინებულია AWS-ის შესწავლა. დამწყებ ტექ ტალანტებს, რომლებიც თიბისი IT აკადემიაში DevOps-ს შეისწავლიან, შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ცოდნა და გაიზიარონ გამოცდილება Amazon-ის წამყვანი ტექ ინჟინრებისგან. “ჩვენ გავმართეთ AWS-ის ინფრასტრუქტურა თიბისი აკადემიის სტუდენტებისთვის. შედეგად ისინი სწავლობენ AWS-ის სერვისებს და საშუალება აქვთ თეორიული ცოდნა მყისიერად გამოიყენონ პრაქტიკაში და იმუშაონ იმ ტიპის ამოცანებზე, რომლებიც რეალურ სამუშაო გარემოში ხვდებათ „ - ამბობს გიორგი სემენიხინი, თიბისი ჯგუფის ქლაუდ ინჟინერი. პარტნიორობის ფარგლებში, ასევე, საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას - AWS Gameday-ის, რომელიც, პირველ ეტაპზე, 1 მარტს მხოლოდ IT აკადემიის სტუდენტებისა და კომპანიის თანამშრომლებისთვის განხორციელდება.
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)