22:04 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 17:10:24, 410 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - ჩვენი პარტიული პოზიციაა, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებთ, მათ შორის არანაირ კომისიას

ჩვენი პარტიული პოზიცია გახლავთ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებთ, მათ შორის არანაირ კომისიას და არც ერთ იმ პროცედურას, რომელიც ამ პარლამენტს უკავშირდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რას იზამენ სხვა პარტიები, ამის შესახებ არ აქვს ინფორმაცია.

„საგამოძიებო კომისიას აქვს ორი მიზანი. პირველი – პუტინის ბრძანების შესრულება და ადამიანების გასამართლება, წარმატებული, თავისუფალი და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის გამო და იმ პირების, რომლებიც ამ მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ და მეორე – როცა არსებობს რეალური პრობლემები, რეალური დღის წესრიგი – წამების, არაადამიანური მოპყრობის, ეკონომიკური და პოლიტიკური კატასტროფის, რაც ქვეყანაშია, სურთ წარსულზე აქცენტირებით ალტერნატიული დღის წესრიგის შექმნა. ამ დროს არალეგიტიმური პარლამენტის, არალეგიტიმურ კომისიასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ. ჩვენი პარტიული პოზიცია გახლავთ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებთ, მათ შორის არანაირ კომისიას და არც ერთ იმ პროცედურას, რომელიც ამ პარლამენტს უკავშირდება, კანონიერად არ ვცნობთ. სხვები რას იზამენ, ვერ გეტყვით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics