12:06 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 13:21:44, 1185 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მასიური იერიში მიიტანა - კიევში დაშავდა ერთი ადამიანი

რუსეთმა უკრაინაზე 147 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა. დრონების თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში დაზიანდა რამდენიმე შენობა, დაშავებულია 19 წლის ახალგაზრდა კაცი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 83 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების შედეგად ლოკაციურად დაიკარგა 59 დრონი.

საჰაერო ბრძოლა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქებში მიმდინარეობდა.

უწყების ცნობით, ხარკოვის, კიევისა და პოლტავის ოლქებში იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა.

ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები ორელის, ბრიანსკის, კურსკის, მილეროვოს, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან ააფრინეს.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების გარდა, ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები მონაწილეობდნენ.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics