22:31 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 11:42:41, 431 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ნავალნის გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგებზე 26 ადამიანი დააკავეს

16 თებერვალს ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილიდან ერთ წელი გავიდა. ოპოზიციონერის მოსაგონებლად რუსეთის ქალაქებში მოქალაქეები შეიკრიბნენ. რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის დაღუპული პოლიტიკოსის მშობლები, მოსკოვში, ნავალნის საფლავზე შეიკრიბნენ.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია ОВД-Инфо-ს ინფორმაციით რუსმა სამართალდამცავებმა 26 მომიტინგე დააკავეს. ყველაზე მეტი, 10 ადამიანი დააკავეს ნოვოსიბირსკში, 3-3 ადამიანი - მოსკოვსა და უფაში, 2 მომიტინგე - ვორონეჟში. გარდა ამისა, მომიტინგეები დააკავეს ბელგოროდში, ეკატერინბურგში, ნიჟნი ვოლგოროდში, პერმში, სანქტ-პეტერბურგში, უხტაში, ულიანოვსკსა და ჩელიაბინსკში. 

ОВД-Инфо-ს ინფორმაციით უფორმო შსს-ს თანამშრომლებმა სხვა მომიტინგეებს ფოტოები და ვიდეოები გადაუღეს. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა მოშალეს რამდენიმე სტიქიური მემორიალი. 

დაკავებული მომიტინგეების უმეტესობა ოქმის გარეშე მალევე გაათავისუფლეს.

რუსეთის გარდა ნავალნისადმი მიძღვნილი შეკრებები მსოფლიოს ქალაქებში, მათ შორის თბილისშიც გაიმართა. საქართველოს დედაქალაქში რუსი ოპოზიციონერის მხარდამჭერებმა ყვავილები ალექსანდრ პუშკინის სკვერში მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics