|
2025-02-15 14:34:05, 890 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის აბსოლუტური თანხვედრაა
ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის აბსოლუტური თანხვედრაა არა მხოლოდ ღირებულებით ნაწილში, არამედ პოლიტიკაში, გზავნილებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას ამხილა ევროპა დემოკრატიის უკუსვლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში. „ჩვენ გუშინ ვიხილეთ ჯე დი ვენსის სიტყვით გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც მან, ფაქტობრივად, ლექციები წაუკითხა ევროკავშირს დემოკრატიასთან დაკავშირებით. მან ფაქტებით და მტკიცებულებებით პირდაპირ ამხილა, თუ როგორი ტიპის დემოკრატიული უკუსვლა არის ევროკავშირში, როგორ იზღუდება სიტყვის თავისუფლება. ვენსმა ხაზი გაუსვა რუმინეთში ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც გაუქმებულად ცნეს და პირდაპირ დაადანაშაულა ბიუროკრატია, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პროცესი იყო. სხვათა შორის, გააკრიტიკა ევროკავშირის ყოფილი კომისარი, რომელიც ეთერში გამოვიდა და თქვა, ჩვენთვის ეს პრობლემა არ არის, თუ სხვაგანაც არ მოგვეწონება ჩატარებული არჩევნების შედეგები, ჩვენ მზად ვართ, სხვაგანაც გავაუქმოთო. სხვათა შორის, ამას ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება არ მოჰყოლია, დუმილი კი ამ შემთხვევაში თანხმობის ნიშანია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჯეი დი ვენსმა ძალიან სერიოზულად გააკრიტიკა ევროპა. მთელი მსოფლიო ამ ყველაფერს აკვირდება. „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ ძალიან დიდი სიფრთხილით, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება, ისე ღიად ვისაუბროთ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია. თუმცა ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ აბსოლუტური თანხვედრაა არა მხოლოდ ღირებულებით ნაწილში „ქართულ ოცნებასა“ და ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას შორის, არამედ პოლიტიკაში, გზავნილებში, გადადგმულ ნაბიჯებში. ჩვენი მოქალაქეები ყველაფერს აკვირდებიან და რწმუნდებიან, რომ ის პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აწარმოა, მით უმეტეს უკრაინაში ამ ტრაგედიის დაწყების შემდეგ, უალტერნატივო პოლიტიკა იყო. შესაბამისად, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, ემსახურებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლა და წნეხი იყო არნახული მასშტაბის და ძალიან რთული იყო ამ პერიოდში, რომ ამ გზით გვევლო, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და, შესაბამისად, ვიარეთ სწორი გზით და ვაპირებთ ასეთი გზით გავაგრძელოთ ჩვენი მოღვაწეობა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)