11:54 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 17:38:56, 453 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - მზია ამაღლობელს მოსამართლის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, არ ელოდა რაიმე განსხვავებულს ამ სასამართლოსგან

34-დღიანი შიმშილობის კვალობაზე, რა თქმა უნდა, გამხდარია, შენელებულია, თუმცა ისევ მხნედ არის, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება, მზია ამაღლობელს არ გაჰკვირვებია.

„სასამართლო გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მას არ გაჰკვირვებია, არ ელოდა რაიმე განსხვავებულს ამ სასამართლოსგან. ქალბატონი მზიას საპატიმროში გატარებული ყოველი დღე არის უკანონო. არ არსებობს არცერთი რეალური გარემოება და მტკიცებულება, რომელიც წინასწარ პატიმრობას გაამართლებდა. სასამართლო პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არის. ეს მზიას მიმართ ჯიბრში ჩადგომა და რეპრესიული იარაღის გამოყენებაა. არცერთი გარემოება მათ მხარეს არ არის, ქალბატონი მზია ამ დრომდე ითვლება ადმინისტრაციულ სახდელ დაუდებელ პირად. რეალურად ქალბატონი მზიას წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობა რევანშია.

ჯანმრთელობის მდგომარეობას კონკრეტულად რაც შეეხება, ჩვენ ადვოკატები ვხედავთ, რომ წონაში კლება აღენიშნება და დასუსტებულია, თუმცა ეს კვლევებით უნდა გამოჩნდეს. მაგრამ არ სურს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა პლანზე იყოს",- განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics