|
2025-02-14 15:06:00, 38316 ნახვა
ევროპის ამბები
მარია ზახაროვა - რუსეთი მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს
,,მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის ოფიციალური პირები არ მიუწვევიათ. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მიიღეს, ეს არის პოლიტიზირებული, უცნაური გადაწყვეტილება. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები იქ არ იქნებიან" - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის, კრისტოფ ჰოისგენის თქმით, მათ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებისთვის კონფერენციაზე დასწრებისთვის აუცილებელი აკრედიტაციები არ გაუციათ. ამის შესახებ მან რადიოსადგურ Deutschlandfunk-თან ისაუბრა. "რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციები არ გაგვიცია. კონფერენციას აკრედიტაციის გარეშე ვერავინ დაესწრება". - თქვა ჰოისგენმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)