2025-02-14 10:18:15, 362 ნახვა
მსოფლიო
მიუნხენისკენ მიმავალი რუბიო ვაშინგტონში დაბრუნდა თვითმფრინავში ტექნიკური ხარვეზის გამო
თვითმფრინავი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გერმანიაში მიემგზავრებოდა, ტექნიკური პრობლემის გამო ვაშინგტონში დაბრუნდა. ინციდენტი 13 თებერვალს, გვიან საღამოს მოხდა.
ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, თვითმფრინავში იმყოფებოდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშიც. დელეგაცია მიუნხენში მიემგზავრებოდა უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ტემი ბრიუსის ინფორმაციით, თვითმფრინავში მექანიკური პრობლემა წარმოიშვა, რის გამოც ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე დაბრუნდნენ და სახელმწიფო მდივანი გერმანიაში სხვა თვითმფრინავით გაემგზავრება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,