2016-03-08 22:21:01, 600 ნახვა
სამართალი
პეტრიაშვილის მტკიცებით, თავდამსხმელი ცდილობდა, მისთვის მძიმე დაზიანებები თავის არეში მიყენებინა
თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმის პროცესს გადაცემა არჩევანში იხსენებს და ამბობს, რომ თავდამსხმელი ცდილობდა, მისთვის მძიმე დაზიანებები თავის არეში მიყენებინა.
პეტრიაშვილის მტკიცებით, ეს არ ყოფილა უბრალო დაზიანება, ეს იყო მკვლელობის მცდელობა.
''ეს არ იყო უბრალო დაზიანება. ჩაქუჩი ხვდება ადამიანს თავის ქალაში, თავის არეში, მარტო ესეც კი საკმარისია. სახის და თავის მიმართულებით ახორციელებს თავდასხმას ჩაქუჩით და ეს არის პირდაპირი მცდელობა მკვლელობის,'' - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა მეორე თავდამსხმელზეც ისაუბრა, რომელიც, პეტრიაშვილის მტკიცებით, მოგვიანებით ბეისბოლის ბიტის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაერთო ჩხუბში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან