2025-02-13 14:01:30, 359 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ ჩხაიძე ამაღლობელზე - იგივე მდგომარეობაა, უგრძელდება სამედიცინო მონიტორინგის პროცესი
მზია ამაღლობელი 33-ე დღეა შიმშილობს - "ვივა მედის" კლინიკურის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელის მდგომარეობა არ შეცვლილა.
როგორც ჩხაიძე "პირველებთან" ამბობს, ჟურნალისტი სრულად ინფორმირებულია მოსალოდნელი გართულების შესახებ და ითვალისწინებს რეკომენდაციებს
იგივე მდგომარეობაა, უგრძელდება სამედიცინო მონიტორინგის პროცესი. რა თქმა უნდა მარტივი მდგომარეობა არ არის ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად, თუმცა გადაადგილდება თავისი პალატის სივრცეში. შიმშილობა ყოველთვის უკავშირდება გარკვეულ რისკს. ის სრულად ინფორმირებულია მოსალოდნელი გართულების შესახებ და ითვალისწინებს რეკომენდაციებს", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ჟურნალისტი კლინიკა "ვივა მედში" წინა კვირას გადაიყვანეს და მონიტორინგის მიზნით ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,