12:22 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 15:02:24, 346 ნახვა

პოლიტიკა
შვედეთის საგარეო მინისტრი - მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და გვსურს დავინახოთ სანქციები

მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს სურს დაინახოს სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლების მიმართ ზეწოლითა და მუქარით ხასიათდებოდა. 

"საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა არათანაბარი სათამაშო მოედნით, ფესვგადგმული პოლარიზებით, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლითა და მუქარით. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს სურს დაინახოს სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოში დემოკრატიული და პროევროპული მოძრაობების მხარდაჭერა," - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics