14:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 14:02:06, 360 ნახვა

პოლიტიკა
ლანა გალდავა - მინდა გავაფრთხილო ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომ აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი

მინდა გავაფრთხილო ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომელიც დევნილთა პრობლემებით ითბობს ხელს, რომ აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დევნილების მიმართ საბინაო პოლიტიკა კვლავ რჩება ბუნდოვანი და შესაბამისად, კორუფციული.

„რამდენიმე დღის წინ, „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ მისაღებთან, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა, პროტესტის ნიშნად, თავი დაიწვა. 32 წლის დევნილობის შემდეგ, მას კიდევ ერთხელ უთხრა „ქართულმა ოცნებამ“ უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე და მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ფაქტს წინ უსწრებდა ხმამაღალი საუბარი, რომ მას დაწერილი ჰქონდა განცხადება საცხოვრებლის მინიჭებაზე და ითხოვდა შეხვედრას სააგენტოს წევრებთან.

საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. იგივე ფაქტებს ჰქონდა ადგილი 2010, 2012, 2014, 2022 წელს.

ფაქტები არის შემზარავი. მაშინ, როდესაც ქვეყანა იძირება კორუფციის და ნეპოტიზმის ჭაობში, 51 845 ოჯახი კვლავ საცხოვრებლის მოლოდინშია და ასეულობით დევნილი კვლავ ცხოვრობს დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში. დევნილებში უმუშევრობის მაჩვენებელიც მეტია, ვიდრე არადევნილ მოსახლეობაში. მათ არ აქვთ სტაბილურობის განცდა.

დევნილების მიმართ საბინაო პოლიტიკა კვლავ რჩება ბუნდოვანი და შესაბამისად, კორუფციული. დევნილები ახსენდებათ მხოლოდ არჩევნების წინ, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის და ჰყავთ მუდმივ შანტაჟში ბინების გადაცემის მოლოდინის თემით.

გამოსავალი ერთია - ხელისუფლებაში იმ ხალხის ყოფნა, რომელთა საქმიანობა იქნება ქვეყნის ინტერესების შესაბამისი და მოქალაქეზე ორიენტირებული.

მინდა გავაფრთხილო ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომლებიც დევნილთა პრობლემებით ითბობენ ხელს, რომ აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი იმ კორუფციული სქემებისთვის, რაზეც ყოველდღიურად გვესაუბრება ეს ხალხი და სანამ საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირებს დავაბრუნებთ სახლში, საჭიროა მათ ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები“, - განაცხადა ლანა გალდავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics