11:02 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 13:21:20, 363 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება

ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება, - ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას ეხმაურება.

„აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ, ევროპული ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფები დააწესოს, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ. ტარიფები გადასახადებია: ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის. ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება - ეს მკაცრ და პროპორციულ საპასუხო ზომებს გამოიწვევს“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მისი თქმით, ევროკავშირი თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ტარიფები ყველა ქვეყანას ეხება და ძალაში 12 მარტს შევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics