|
2025-02-11 11:25:28, 322 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი - მსოფლიო მთავრობათა სამიტზე დაგეგმილი გვაქვს მაღალი რანგის შეხვედრები
"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, გლობალური მთავრობათა სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები, როგორც მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ადგილობრივი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობასთან. ქვრივიშვილი ამბობს, რომ შეხვედრები შედგება ადგილობრივი [აბუ-დაბის] წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობასთან. „ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი რანგის შეხვედრები, ერთის მხრივ მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გამყარებაზე, ტურიზმის, ისევე როგორც ავიაციის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ამასთანავე, შეხვედრები შედგება ადგილობრივი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობასთან და მათთან ვისაუბრებთ ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს გლობალურ ლიდერებს და მათ წარუდგინოს ჩვენი ქვეყნის შედეგები, მეორეს მხრივ კი მათ გააცნოს ჩვენს ქვეყანაში არსებული ბიზნესისა და საინვესტიციო გარემო“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე სამიტზე სიტყვით დღეს, 11 თებერვალს გამოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)