11:11 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 15:25:44, 404 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

ადგილზე უკვე იმყოფებიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „გახარია საქართველოსთვის“, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით იმართება. მისი თქმით, ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება.

„გაერთიანება, კოორდინაცია, საზოგადოების გამთლიანება, როდესაც ქვეყანა ასეთ კრიზისში იმყოფება, მნიშვნელოვანია ქვეყნის გადასარჩენად. კონკრეტულად რა საკითხს განვიხილავთ დღეს, ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ არ ვიცი, პრეზიდენტმა მოგვიწვია. წინა კვირას გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ევროპის წამყვანი ქვეყნების ელჩებთან და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეხვედრას ასევე, ესწრება პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია. მისი თქმით, ეს არის სამუშაო შეხვედრა და „დაგროვდა საკითხები, რომელთა განხილვაც ამ ფორმატში საჭიროა“.

„ეს არის სამუშაო შეხვედრა. პარტიებს ჰქონდათ სურვილი პრეზიდენტთან შეხვედრის. განსახილველი საკითხები რთულად გამოსაცნობი არაა რა შეიძლება იყოს. მეტი კონკრეტიკა შემიძლია, შეხვედრის დასრულების შემდეგ გითხრათ. რადგან სამუშაო და დახურული ფორმატის შეხვედრაა, ეს იმას ნიშნავს, რომ დიპლომატიური კორპუსი ამ შეხვედრას არ ესწრება. დაგროვდა საკითხები, რომელთა განხილვაც ამ ფორმატში საჭიროა.

სალომე ზურაბიშვილის როლი ცოტა დიდი და რთული საკითხია, თუმცა აქ ყველას თავისი ინდივიდუალური მიდგომა აქვს. მთავარია, რომ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით შეჯერდეს ხედვა და ამ ხედვის, ქმედებების ირგვლივ იყოს კარგი კოორდინაცია. სავალდებულო არაა, რომ ყველა ერთი ლექსიკონით საუბრობდეს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის როლს, აქ პრეზიდენტს აქვს ძლიერი მაკოორდინებელი და შემაკავშირებელი როლი, ისევე როგორც მისი ფაქტორი გარეთ ჩვენი ქვეყნის მეგობრებისთვის, რომლებიც მას ესაუბრებიან. ამიტომაც, ეს პროცესი ამის გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics