12:09 - 26 Apr, 2026
|
2025-02-10 09:37:07, 381 ნახვა
მსოფლიო
EasyJet-ის ჰურგადა-მანჩესტერის რეისზე პილოტმა გონება დაკარგა - თვითმფრინავი ათენში ავარიულად დაეშვა
ავიაკომპანია EasyJet-ის ჰურგადა-მანჩესტერის რეისზე პილოტმა ფრენისას გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავი ათენში ავარიულად დაეშვა. პილოტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მგზავრები ყვებიან, რომ ბორტგამცილებლები ბორტზე ექიმებს ეძებდნენ, მოგვიანებით კი გამოაცხადეს, რომ პილოტი შეუძლოდ გახდა. მათი ინფორმაციით, ბორტზე მყოფმა მეორე პილოტმა მოახერხა და თვითმფრინავი ათენში, ავარიულად დასვა, თუმცა დაშვება "უხეში და საშინელი" იყო. თვითმფრინავს ათენის აეროპორტში სასწრაფო დახმარების რამდენიმე ჯგუფი დახვდა. მგზავრები სასტუმროში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)