12:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-09 11:13:36, 475 ნახვა

მსოფლიო
კიმ ჩენ ინი - კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხალხი ყოველთვის დაუჭერს მხარს რუსეთს

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და ხალხი ყოველთვის მხარს დაუჭერს და წაახალისებს რუსეთის არმიისა და ხალხის სამართლიან საქმეს: დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა.

ამასთან, კიმ ჩენ ინმა გააკრიტიკა სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობა შეერთებულ შტატებს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის და განაცხადა, რომ ეს რეგიონში დაძაბულობას ზრდის. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, მიიღებს საპასუხო ზომებს, მათ შორის ბირთვული ძალების შემდგომი განვითარების კუთხით.

კიმ ჩენ ინის მტკიცებით, აშშ-ის მიერ ბირთვული სტრატეგიული საშუალებების განლაგება, სამხედრო წვრთნები და სამხედრო თანამშრომლობა იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან რეგიონში სამხედრო დისბალანსს იწვევს და სერიოზულ გამოწვევას უქმნის უსაფრთხოების გარემოს.

„კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას არ სურს რეგიონული სიტუაციის ზედმეტი დაძაბულობა, მაგრამ მიიღებს მდგრად საპირისპირო ზომებს რეგიონული სამხედრო ბალანსის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics