11:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-08 17:07:35, 586 ნახვა

პოლიტიკა
თეონა აქუბარდია — კრიზისი საკუთარი ხალხის მიმართ არაადამიანური მეთოდების გამოყენებით კი არა, საუბრით უნდა გადაიჭრას

თეონა აქუბარდია დარწმუნებულია, რომ ის შეურაცხყოფა, რომელიც ირაკლი კობახიძის მხრიდან გამოვლინდა, ევროკავშირისგან დამატებით სანქციებსა და ადეკვატურ ქმედებებს გამოიწვევს 

მისივე თქმით, მთავარია არ დაზიანდეს ქართველი ხალხის ინტერესები.

„ბიძინა ივანიშვილის პირობებში საქართველო ჯერ კიდევ ევროსაბჭოს წევრია და ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი გვაქვს, რომლის საფუძველი ივანიშვილმა სწორედ ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული ქმედებებით შეარყია. ბუნებრივია, კანდიდატი წევრი ქვეყნის ვალდებულებაა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა საუბრით და არა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არაადამიანური მეთოდების გამოყენებით. მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო მიმდინარეობს კიდევ უფრო დრაკონული კანონების მიღებითა და დემოკრატიის საბოლოოდ ფეხქვეშ გათელვით, რა თქმა უნდა, განცხადებები გასაგებია.

თუმცა, ამ განცხადებებს რომ არაფერი მოჰყვება. რა შეურაცხყოფაც ვნახეთ ირაკლი კობახიძის მხრიდან, დარწმუნებული ვარ, დამატებით სანქციებს და ადეკვატურ ქმედებებს გამოიწვევს. ამ ვითარებაში მთავარია, რომ ქართველი ხალხის ინტერესები არ დაზიანდეს, რადგან ის პროგრესი, რაც აქამდე გვქონია, ეს არაა ივანიშვილის რეჟიმის დამსახურება. შესაძლებელია, ივანიშვილისთვის მთავარი ქართველი ხალხის დაზიანება იყოს, რასაც შეგნებულად ახორციელებს“, – აღნიშნა აქუბარდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics