2016-03-08 09:31:49, 669 ნახვა
სამართალი
ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მექვაბიშვილის დაკითხვა მოდულის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ტელეკომპანიის ცნობით, შენობიდან გამოსულ ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია. სასამართლო პროცესი დღეს ან ხვალ გაიმართება, სადაც მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას დატოვებს თუ არა პატიმრობაში ლევან მექვაბიშვილს.
მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა.
სამართალდამცველები მის თანამზრახველს ეძებენ. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან