20:57 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 12:52:42, 518 ნახვა

პოლიტიკა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საგანგაშოა. „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ძირს კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს, საქართველოს მოქალაქეების ნების პატივისცემის შესაბამისად“, - წერს მარტა კოსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics