20:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 12:14:40, 348 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - დარჩა 12 “სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში, ეს არის ის, რაც საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს

49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღე“.

„49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში. ვნახოთ, რას გააკეთებენ ისინი. მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს. ვამბობდით: „ერთ მდინარეში ორჯერ არავინ შედის“ - ამათმა გადაწყვიტეს, რომ მეორეჯერ შესულიყვნენ იგივე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ ამ ქცევით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვას, რომელიც პარტია „გახარია საქართველოს“ მიერ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით მიმართვას შეეხებოდა, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ეს მათი ინტერესის სფერო არ არის, თუმცა თუ აღნიშნული პარტია დატოვებას გადაწყვეტს, ამ გადაწყვეტილებას „ყველანაირად მიესალმებიან“.

„ეს არ არის ჩვენი ინტერესის სფერო. რაც შემაწუხებელია ის არის, რომ 12 „ნაცი“ დარჩა პარლამენტში. თუკი გადაწყვეტენ, რომ დატოვონ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველანაირად“, - განმარტა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics