20:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 20:47:25, 412 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ივანიშვილი ცდილობს ძალის დემონსტრირებას. მისთვის ხელისუფლება არის ძალის დემონსტრირება

„ეს არის ის, რაც ივანიშვილს აწყობს. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს რა ბრძოლაში ვართ.“ - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებები უმნიშვნელოა და ამით საზოგადოება უფრო უნდა მოტივირდეს.

„ყველაფერი რაც ახლა ხდება, რასაც ივანიშვილი აკეთებს, მის დამარცხებას მოემსახურება. ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრება არ უნდა იწვევდეს პანიკას და ერთმანეთის დაშინებას, რომ ივანიშვილი კიდევ უფრო ბრუტალური გახდა, ეს არის ის, რაც ივანიშვილს აწყობს. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს რა ბრძოლაში ვართ. რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენიც არ უნდა ვიყოთ დაპატიმრებული, ეს არ უნდა იძლეოდეს გეგმის გადახედვის შესაძლებლობას. გეგმა არის უწყვეტი პროტესტი, თუნდაც რუსთაველის გამზირზე და სხვადასხვა ლოკაციებზე. პიროვნებებს, ვისაც დაგვაკავებენ უმნიშვნელოა, ამით სხვა არ უნდა იყოს სასოწარკვეთილი, პირიქით უფრო უნდა მოტივირდეს საზოგადოება“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, მიუხედავად დაპატიმრებებისა პროტესტი არ შეჩერდება და ოპოზიციის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი შედეგზე უნდა იყოს გათვლი და არა უბრალოდ ქმედებაზე.

„ივანიშვილი ცდილობს ძალის დემონსტრირებას. მისთვის ხელისუფლება არის ძალის დემონსტრირება, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, დაპატიმრება, ეს არის მისთვის ხელისუფლებაში ყოფნა. მას რესურსი საკუთარი მოქალაქეების გადარწმუნებისა, მათთან მსჯელობის ამოწურული აქვს. ახლა მნიშვნელოვანია, პრაგმატულობა და პროცესებისადმი რაციონალური დამოკიდებულება. მიუხედავად დაპატიმრებებისა ეს პროცესი არ შეჩერდება, პროცესი არის განგრძობითი. ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი უნდა იყოს შედეგზე გათვლი და არა უბრალოდ ქმედებაზე. ვფიქრობ, რომ ივანიშვილის სურვილია ჩვენთან სპრინტი გამართოს. ჩვენ სპრინტში მას არ ვეჯიბრებით. ეს ბრძოლა მარათონია, რომელიც დიდი ხანია დაწყებულია და არ მგონია, რომ ფინიშის ხაზი შორს არის. ივანიშვილის სურვილია სპრინტის გამართვა, რომ დამატებითი საფუძვლები შეიქმნას მძიმე რეპრესიების გატარებისა, არ აქვს საფუძველი და მაინც ატარებს. ეს ყველაფერი სუსტი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია. დრო ახლა ქართულ საზოგადოებაზე მუშაობს. ღრმავდება საერთაშორისო იზოლაცია. სასანქციო პოლიტიკა ივანიშვილის წინააღმდეგ უფრო ფართოვდება, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისი უფრო გაიზრდება და ეს პროტესტი ურო გაფართოვდება ეს ჩემზე უკეთ იცის ივანიშვილმა, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისიც გარდაუვალია. მისი სურვილია პროტესტი ძალისმიერი ხერხებით ჩაახშოს, რაც არ გამოუვა“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics