14:14 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 18:20:31, 551 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მსჯავრდებულ ქალბატონებს დამდეგი 8 მარტი მიულოცა

8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს  N5  ქალთა დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლს ეწვია.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად მიხანაშვილმა მსჯავრდებულ  ქალბატონებს  ქალთა დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად წიგნები გადასცა.   ასევე   საჩუქრად სეზონური ტანსაცმელი  მიიღეს  იქ მყოფმა  3 წლამდე ასაკის ბავშვებმა, რომლებიც დაწესებულებაში დედებთან ერთად იმყოფებიან.

ზვიად მიხანაშვილის თქმით, დედათა და ბავშვთა სახლში მყოფ ბავშვებსა და დედებზე ზრუნვას სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭეებს.

,,დედათა და ბავშვთა სახლს სტუმრად საპატრიარქოს წარმომადგენლები ეწვივნენ და მათ   პატარებს საჩუქრები გადასცეს, ხოლო მსჯავრდებულ დედებს დამდეგი  8 მარტი მიულოცეს. ეს ბავშვები  უახლოეს მომავალში საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდებიან და მათთვის სითბო და სიყვარული მნიშვნელოვანია“, -განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. 

ღონისძიება  საპატრიარქოს ინიციატივითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics