16:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 16:15:18, 364 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ავტოკრატებსა და დიქტატორებს ბევრი საერთო აქვთ, ქოცებსა და რუსებს კი - კიდევ უფრო მეტი

ყველა შემდგარმა, წარმატებულმა სახელმწიფომ გაიარა თავისუფლებისკენ ეს გზა. ახლა ჯერი ჩვენზეა - დროა, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ ბოროტ რეჟიმს და სამუდამოდ დავიმკვიდროთ ადგილი ცივილიზებულ ერთა შორის - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, ავტოკრატებსა და დიქტატორებს ბევრი საერთო აქვთ, ქოცებსა და რუსებს კი - კიდევ უფრო მეტი

"სისულელეა "დიფ სთეითზე" და გლობალური ძალების შეთქმულებაზე ქოცების ბოდვა.  
სინამდვილეში ეს გამოგონილი, აბსტრაქტული მტერია, რომელსაც ყველა ავტოკრატი იყენებს ერთი და იმავე სქემით - ქმნის წარმოსახვით მტერს და თავს წარმოაჩენს ამ საფრთხისგან ერის გადამრჩენად მაშინ, როცა რეალურად ახდენს ძალაუფლების უზურპაციას, ძარცვავს და ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე.
 ამის მაგალითებია ვენესუელაში "ამერიკული იმპერიალიზმი", რუსეთში "დასავლური ლიბერალიზმი", ბელარუსში "ნატოს საფრთხე", ირანში კი მმართველები მუდმივად საუბრობენ "სიონისტებზე".
ყველა შემდგარმა, წარმატებულმა სახელმწიფომ გაიარა თავისუფლებისკენ ეს გზა. ახლა ჯერი ჩვენზეა - დროა, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ ბოროტ რეჟიმს და სამუდამოდ დავიმკვიდროთ ადგილი ცივილიზებულ ერთა შორის. 
და ბოლოს, ავტოკრატებსა და დიქტატორებს ბევრი საერთო აქვთ, ქოცებსა და რუსებს კი - კიდევ უფრო მეტი" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics