16:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 14:34:44, 376 ნახვა

პოლიტიკა
გია ბარამიძე - ვიდრე მოღალატეობრივი რეჟიმი არ დამარცხდება, ქვეყნის დემოკრატია და მისი მომავალი საფრთხეშია

ამ რეჟიმისგან აბსოლუტურად ყველაფერია მოსალოდნელი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა გიგი უგულავას გარდა კიდევ სხვა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება.

როგორც სასამართლოში მისულმა ბარამიძემ განაცხადა, ვიდრე მოღალატეობრივი რეჟიმი არ დამარცხდება, იქამდე ქვეყნის დემოკრატია და მისი მომავალი საფრთხეშია.

„2013 წლიდან ვიცით, რომ ესენი მოღალატეები და რუსეთის სამსახურში მყოფი კრიმინალური ბანდა არიან. უბრალოდ ნიღაბი ჩამოიხსნეს და ეს ბევრად მეტმა ადამიანმა გაიგო. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს ახალი არ არის, ამ ბრძოლაში ვართ დიდი ხანია, ბევრი ჩვენგანი დაიჭირეს, ბევრზეა სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ბევრი იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, ასე რომ, ამ ბრძოლაში მე-13 წელია ვართ. ახალი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენთვის არაფერია. სანამ ამ მოღალატეობრივ რეჟიმს არ დავამარცხებთ, ყველა მოქალაქე, ქვეყნის დემოკრატია, კურსი, თავისუფლება საფრთხეში იქნება“, - განაცხადა ბარამიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics