|
2025-02-04 13:17:55, 347 ნახვა
მსოფლიო
როიტერი - აშშ-მა მცირე პაუზის შემდეგ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განაახლა
„როიტერის“ ცნობით, აშშ-მა მცირე პაუზის შემდეგ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განაახლა. სააგენტო იუწყება, რომ იარაღის მიწოდება განახლდა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა გაიწვია თავდაპირველი გადაწყვეტილება უკრაინისთვის ყველა სახის დახმარების შეწყვეტის შესახებ. „როიტერი“ წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ვერ თანხმდებიან, რა მასშტაბით უნდა გააგრძელოს აშშ-მა კიევის სამხედრო მხარდაჭერა. თეთრ სახლში ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მმართველობის ბოლო თვეებში დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემა დაამტკიცა უკრაინისთვის. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნები შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების არცერთი პაკეტი არ გამოცხადებულა.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)