|
2025-01-31 16:25:50, 992 ნახვა
ომი უკრაინაში
ფინეთმა უკრაინას თითქმის 200 მილიონი ევროს დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც თითქმის 200 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ ქვეყნის ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰიაკკიანენმა განაცხადა. "ჩვენ ზუსტად ისეთ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ, რომელიც უკრაინას ფრონტზე მწვავე სიტუაციაში თავის დაცვაში დაეხმარება. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოება ევროპაში. უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა ახლა მთელი ამ საქმის არსებითი ნაწილია",-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ცნობილია, რომ ეს უკვე ფინეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის 27-ე პარტიაა. ამ პარტიის ფარგლებში ფინეთის მიერ გამოყოფილი აღჭურვილობის ღირებულება დაახლოებით 198 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მთლიანობაში კი ნატოს წევრმა ფინეთმა რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას 2.5 მილიარდი ევროს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)