|
2025-01-31 12:05:32, 949 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის რეგიონებს ისევ დრონებმა შეუტიეს
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონზე. ერთ-ერთი სამიზნე ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათისთვის ვოლგოგრადის არაერთმა მცხოვრებმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერი აფეთქებები მოხდა ქალაქის იმ რაიონში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ნავთობის საცავი და თბოელექტროსადგური მდებარეობს. დილის ცხრის ნახევრისთვის ვოლგოგრადის საოლქო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული დრონის ნამსხვრევებმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, რომელიც „ოპერატიულად ლიკვიდირებულია". ადმინისტრაციის თანახმად, დაშავდა ქარხნის ერთი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)