03:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 17:02:36, 486 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - პოლიციელისთვის სილის გაწნა არის ერთ-ერთი სერიოზული გასროლა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ

პოლიციელისთვის სილის გაწნა, რაც დაუშვა ჟურნალისტმა, არის ერთ-ერთი სერიოზული გასროლა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ - რასაკვირველია, ყველა განვიცდით ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყველაფერი გაკეთდება, რომ არა მარტო მისი, არამედ ნებისმიერი პატიმრის უფლებები და ჯანმრთელობა იქნას დაცული , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"მოთხოვნა იმისა, რომ მზია ამაღლობელი გამოცხადდეს დაზარალებულა, რასაკვირველია, იმდენად აბსურდულია, რომ ეს მოთხოვნა თავისთავად, მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი რესურსია დაგროვილი იმისათვის, რომ როგორმე ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან. ასეთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც მოხდა ჩვენს თვალწინ, რასაკვირველია, არის ამ რევოლუციური პროცესის განვითარების ერთ-ერთი ელემენტი - შექმენი სიტუაცია, როდესაც პოლიცია აღარ არის პოლიცია, შექმნი სიტუაცია, როცა ყველაფერი დასაშვებია, მათ შორის, პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა. რასაკვირველია, ყველა განვიცდით მის ჯანმრთელობას და რასაკვირველია, მისი "ფავორიტი" "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდისგან, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, დომ არა მარტო მზია ამაღლობელის, ნებისმიერი პატიმრის უფლებები და ჯანმრთელობა იქნას დაცული. ეს ევალება სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ხელისუფლება ვალდებულია, გაითვალისწინოს ყველას ინტერესი - მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების და ქვეყანაში შეინარჩუნოს სტაბილურობა. სტაბილურობა აუცილებელია იმისათვის, რომ გადარჩეს სახელმწიფო. ამ სილის გაწნა პოლიციელისათვის, რაც დაუშვა ადამიანმა, ჟურნალისტმა, არის ერთ-ერთი სერიოზული გასროლა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ", - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics