02:04 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 13:26:26, 400 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე - საკმარისია, სანქციების კუთხით ივანიშვილის შვილზე, უტაზე, რომელზეც ყველაფერია მიბმული, ერთი სიტყვა ჩაიწეროს და მისი საქმე დამთავრებულია

ეს არის ცესკო-ს მოსყიდვა, თანაც შეგულიანება, რომ ჩვენ ხომ გიცავთ თქვენ, მაგრამ აი, თქვენც შეგიძლიათ საკუთარი თავი დაიცვათ და აგერ, იარაღს გაძლევთ - შეიარაღებულ სტრუქტურად გადააქციეს ცესკო-ს თავმჯდომარე და მისი წევრები - ყველა ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ მიმხვდარა, რა უბედურება ტრიალებს მის თავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის ის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ.

გოცირიძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები „აბსურდულია“.

„ფაქტობრივად, ეს არის ამ უწყების მოსყიდვა, თანაც შეგულიანება, რომ ჩვენ ხომ გიცავთ თქვენ, მაგრამ აი, თქვენც შეგიძლიათ საკუთარი თავი დაიცვათ და აგერ, იარაღს გაძლევთ. შეიარაღებულ სტრუქტურად გადააქციეს ცესკო-ს თავმჯდომარე და მისი წევრები. ყველა ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ერთ რამეს, რომ ვერ მიმხვდარა ბიძინა ივანიშვილი, რა უბედურება ტრიალებს მის თავს. ეს ნიშნავს, რომ კვლავ გაყალბებისათვის ემზადებიან, კვლავ აქვთ იმის იმედი, რომ ადმინისტრაციული რესურსები გამოიყენონ; ამ გამკაცრებული კანონით მაქსიმალურად შეეცადონ ამომრჩევლებზე მანიპულაციას, მოსყიდვას და ზემოქმედებას. თუ ასე გააგრძელა ივანიშვილმა, ორი არჩევანია: ან არჩევნებით კატასტროფული წაგება ან ივანიშვილის ისე დასანქცირება, რომ ყველაფერი თავზე ჩამოენგრევა. იმიტომ, რომ დღეს, ფაქტობრივად, ივანიშვილს არ აქვს სანქციები. მხოლოდ ფიზიკურ პირს აქვს სანქცია და ეს მცირე დისკომფორტს უქმნის. საკმარისია, ოჯახის ერთ წევრზე, მაგალითად, უტაზე, რომელიც „ქართუ ფონდის“ დამფუძნებელია და ყველაფერი მასზეა მიბმული, ერთი სიტყვა ჩაიწეროს და დამთავრებულია. ამიტომ, უმძიმესი დღეები მოელის მას“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics