02:06 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 13:11:43, 411 ნახვა

პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - საქართველოს მთავრობას ან პარლამენტს, ისევე როგორც ყაველაშვილს, არავინ აღიარებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ღიად გაისმა მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, ეს ძალიან მკაფიოდ წერია რეზოლუციაში, – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, ამის საპირისპირო რომ გაიყიდოს, კიდევ ერთხელ აჩვენებს ცარიელ პროპაგანდას, რომელიც ისევე ჩაიფუშება, როგორც ბიძინა ივანიშვილის არაერთი დაპირება აქამდე.

„კულუარებში ვინმეს საუბრის გამოტანა ფაქტი არ არის. ფაქტია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ღიად გაისმა მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, ეს ძალიან მკაფიოდ წერია რეზოლუციაში. არავინ არ აღიარა ივანიშვილის რეჟიმი, როგორც საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი, ისევე როგორც ყაველაშვილი. ნებისმიერი მცდელობა, რომ გაიყიდოს ამის საპირისპირო, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ცარიელი პროპაგანდაა, რომელიც ისევე ჩაიფუშება, როგორც ივანიშვილის არაერთი დაპირება აქამდე“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics