06:40 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 16:58:38, 407 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, ასამბლეის წევრები არ დაყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ იარაღად ქცევის მცდელობებს

ჩვენი დელეგაცია ძალიან მკაფიოდ, ცალსახად და პირდაპირ ამბობს ქართველი ხალხის სათქმელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. იმედი მაქვს, ასამბლეის წევრები არ დაყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ იარაღად ქცევის მცდელობებს და გაიაზრებენ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს თავად ასამბლეას დააზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს ოპოზიცია, ასევე ვიცით, ვინ არიან მათი მფარველები – „ევროპის სახალხო პარტია“. ეს ის გაერთიანებაა, რომელიც ცდილობს ციხიდან მიხეილ სააკაშვილის დახსნას, ადამიანის, რომელმაც შექმნა წამების სისტემა და მას უწოდებენ მოდერნიზების, დემოკრატიის მაგალითს, ადამიანს, რომელმაც წამების, რეკეტის, მედიის დახურვის სისტემა შექმნა საქართველოში. ეს ის ღირებულებაა, რომელსაც ქართველი ხალხი არ იზიარებს. ამიტომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივა იყო იცით საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრაზე დაყენების საკითხი. მათი მოკავშირე და მარიონეტია ის ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვყავს, რომელიც მოქმედებს არა საქართველოს ინტერესის, არა ქართველი ხალხის ინტერესის, არამედ სწორედ ამ პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესით, რომელიც ცდილობს, საქართველო რამენაიარად დააზიანოს იმ შემთხვევაში, თუ არ მიაღწევენ თავიანთ შედეგებს, შედეგები კი არის მიხეილ სააკაშვილის დახსნა კანონიერი პატიმრობიდან და საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში შეყვანა. ასე რომ, ჩვენი დელეგაცია ძალიან მკაფიოდ, ცალსახად და პირდაპირ ამბობს ქართველი ხალხის სათქმელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. იმედი მაქვს, ასამბლეის წევრები არ დაყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ იარაღად ქცევის მცდელობებს და გაიაზრებენ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს თავად ასამბლეას დააზიანებს.

ასამბლეას მთავარი არსი არის დიალოგის პლატფორმა. ახლა თვალებს თუ დახუჭავენ, აღარ მოისმენენ არავის სათქმელს და ჩაიხარშებიან საკუთარ ნარატივებში, რიგ შემთხვევაში, ცრუ ნარატივებში, საბოლოო ჯამში, ეს დააზიანებს თავად მათ, იმ ხალხს, რომლებიც ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ. საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, იქნება სამწუხარო ფაქტი, რომელიც უბრალოდ გვაჩვენებს, რომ ხდება საერთაშორისო პლატფორმების პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევა ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics