16:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 15:28:10, 337 ნახვა

საზოგადოება
მედიის წარმომადგენლები მორიგ აქციას მართავენ

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის მიზნით, მედიის წარმომადგენლები მორიგ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ პოსტერები და ბანერები - „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი. მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაძლოა სერიოზული საფრთხეები არსებობდეს.

აქციის მონაწილეები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს მოუწოდებენ, თავისი ფუნქცია შეასრულოს, გამოიძიოს საჯარო მოხელეების გადაცდომები და მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. ასევე მოითხოვენ, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-17 დღეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics