2025-01-28 10:09:49, 357 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიომ და ანალენა ბერბოკმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„ჩვენ გვსურს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ აშშ-ის ახალ მთავრობასთან. ევროპას სურს მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ბერბოკმა სატელეფონო საუბრის დროს.
მხარეებმა განიხილეს ნატო-ს ძლიერი ბლოკის მნიშვნელობა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, სიტუაცია სირიაში, ღაზას სექტორსა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე ჩინეთთან ურთიერთობების საკითხი.
ამასთან, მარკო რუბიომ და ანალენა ბერბოკმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობის საკითხზეც ისაუბრეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,