09:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 16:07:00, 321 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამხელა საინვესტიციო შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამხელა საინვესტიციო შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, შევთანხმდით 6 მლრდ დოლარის მოცულობის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აბუ-დაბიში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

მისივე თქმით, ეს არის ისტორიული მოვლენა, რაც მთელი ქვეყნის ეკონომიკის 1-1.5%-იან ზრდას გულისხმობს.

 „ეს თბილისისა და ბათუმის ეკონომიკების დაახლოებით 2-3 %-იან ზრდას მოიაზრებს წლის განმავლობაში, რეალურ ეკონომიკურ ზრდას, რაც მთელი ქვეყნის ეკონომიკის 1-1.5%-იან ზრდას მაინც გულისხმობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა გარდა რიცხვებისა და ეკონომიკური შედეგებისა, EMAAR და Eagle Hills, ეს არის წამყვანი დეველოპერული ჯგუფი მთლიანად რეგიონში, რომელსაც აქვს განხორციელებული სანიმუშო პროექტები, ე.წ. landmark პროექტები, მაგალითად როგორიცაა ბურჯ-ხალიფა. მათი საქართველოში შემოსვლა მთლიანად შეცვლის ჩვენს დეველოპერულ ბაზარს, თვისობრივად და ხარისხობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს და არამხოლოდ რეგიონული ინვესტორებისთვის გახდის საქართველოს საინტერესოს, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო იქნება ძალიან სამაგალითო და საინტერესო საინვესტიციო დანიშნულების ადგილი. ვფიქრობ, ეს ბიძგს მისცემს ძალიან ბევრ სხვა ინვესტორს, ვინაიდან ბევრი დეველოპერის ქცევა პირდაპირ მიჰყვება ხოლმე ამ კომპანიის გადაწყვეტილებებს. როდესაც ეს კომპანია იღებს ხოლმე  ამა თუ იმ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების გადაწყვეტილებას, ამას რეგიონის ქვეყნებიდან, საუდის არაბეთიდან, საამიროებიდან, ევროპიდან ბევრი ქვეყანა ადევნებს თვალს და ის კომპანიები, როგორც წესი, მიჰყვებიან ხოლმე. ამიტომ ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ პროექტის დაწყებით ჩვენ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალ ტალღას უნდა ველოდოთ ძალიან საინტერესო, დინამიურ სექტორში, რომელიც ეკონომიკის ზრდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ჩვენს ქვეყანაში უნდა მივიღოთ ორი, ძალიან მნიშვნელოვანი, ე.წ. landmark ადგილი, ანუ ისეთი ადგილი, რომელიც ტურისტებისთვისა და მოსახლეობისთვის იქნება მიმზიდველი და თვალსაჩინო, რაც ასევე ქვეყნის ხარისხობრივ წინსვლას შეუწყობს ხელს,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics