2025-01-26 13:45:46, 810 ნახვა
საზოგადოება
ლევან იოსელიანი - თითქოს ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ თავშესაფრებთან დაკავშირებით მისი განცხადების შესახებ ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი.
„თითქოს ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემ მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი“, – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფის თავშესაფრის ადგილმდებარეობა გათქვა, რითაც, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების და ქალების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.
უფლაბდამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ იოსელიანის განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,