2025-01-25 15:38:21, 657 ნახვა
საზოგადოება
თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსთან სტუდენტები და ლექტორები იკრიბებიან
საქართველოში უწყვეტი პროტესტის 59-ე დღეა - ამ წუთებში თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსთან სტუდენტები და ლექტორები იკრიბებიან.
მშვიდობიანი დემონსტრანტები სულ მალე მსვლელობას დაიწყებენ. მათი დანიშნულების პირველი ადგილი "Post tv", შემდეგ "იმედი", ბოლოს კი "საზოგადოებრივი მაუწყებელია".
დღევანდელი ჩვენი აქცია არის იმ ბრძოლის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. დღევანდელი მარშრუტი ავირჩიეთ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მედია საზოგადოების პოლარიზაციაში დიდ როლს თამაშობს. განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობენ ამაში "იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "პოსტვ". ჩვენი მოთხოვნა, რომ მათ სიმართლე გააშუქონ, ვფიქრობ, სამართლიანია", - ამბობს პროტესტის მონაწილე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,