|
2025-01-25 13:05:34, 1328 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Х-59/69-ის ტიპის 2 მართვადი რაკეტა და 61 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 46 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 15 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. „ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების შედეგად კიევის, ჩერკასისა და ხმელნიცკის ოლქებში კერძო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები დაზიანდა. არიან დაშავებულები“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ოდესის, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკისა და კიროვოგრადის ოლქებში გაანადგურეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)