10:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 21:57:40, 1025 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბაჩიაშვილი - ივანიშვილი რუსეთში ადრე თუ გვიან წავა, მაგრამ თავისი გუნდის წევრებს არ წაიყვანს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამ წუთებში თბილისში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობაზე იმყოფება, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ადრე თუ გვიან მოუწევს რუსეთში წასვლა, რადგან მას იქ დიდი აგარაკი აქვს. თუმცა, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ე.წ. გუნდის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ოლიგარქი რომელიმე მათგანს თან წაიყვანს.

„ხალხის პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. ამ ხალხს უნდა თავისუფლება. 2012 წელს ჩვენი ხალხი არ გავიდა კენჭისყრაზე იმისთვის, რომ მადუროსა და მსგავსი ნაძირლების გვერდით აღმოჩნდეს. ვისაც უნდა, რომ მადუროს, პუტინის, იანუკოვიჩისა და სხვა მსგავსი ნაძირლების გვერდით იდგეს, წავიდეს რუსეთში, იქ არის მათი ადგილი და თავშესაფარი, მას ეშინია ყველაფრის, რაც მის ფინანსებს ემუქრება. რა თქმა უნდა, მისთვის ეს პროტესტი და სანქციები არ არის კომფორტული. თუმცა, სანქციებისა და იზოლაციის გაძლიერების ფონზე, სისტემა ჩამოეშლება. ამის ნიშნები უკვე ბევრია. ერთი დიდი გამარჯვებით დასრულდება ეს პროცესი, როგორც მოხდა შევარდნაძის და სააკაშვილის გასტუმრების დროს“, – აღნიშნა გიორგი ბაჩიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics