|
2025-01-24 12:02:15, 816 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა
უკრაინის არმიამ რუსეთში რიაზანის, სარატოვის და ბრიანსკის რეგიონებზე უპილოტო აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის. რიაზანში თავდასხმა ასევე განხორციელდა თბოელექტროსადგურზე. გავრცელებული ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა ასევე სცადეს შეტევა ენგელსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სარატოვის ოლქში და კრემნის ქარხანაზე ბრიანსკში, რომელიც აწარმოებს ჩიპებს. თავდასხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის თანახმად, გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის 13 რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 121 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის არმიის შეტევის სამიზნე იყო კურსკის, როსტოვის, მოსკოვის, ბელგოროდის, ვორონეჟის და ტულის ოლქებიც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)