2025-01-24 11:21:14, 635 ნახვა
პოლიტიკა
რუსული მედია - კრემლი მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პროცესი დაიწყოს
"კრემლი მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პროცესი დაიწყოს", - ამის შესახებ Telegram არხი ПолитСатирка წერს. მისი ინფორმაციით, საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგები შემოდგომისთვის არის მოსალოდნელი.
"პირველ რიგში, შეიძლება, მოეწყოს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ქართველი დეპუტატის ვიზიტი მოსკოვში. თავიდან მოლაპარაკებები სახელმწიფო დუმის ან საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე შეიძლება დაიწყოს - ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოებს შორის ჯერ კიდევ ბევრი სენსიტიური საკითხია", - წერს არხი წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც ПолитСатирка წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ რუსეთი აფასებს თბილისის ადეკვატურ, გაბედულ და პირდაპირ პოზიციას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,