|
2016-03-05 14:28:56, 1623 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკში სერიული მძარცველი მამუკა ბოკუჩავა დააკავეს
ამერიკელმა სამართალდაცველებმა ბინების ძარცვისთვის ბრუკლინში მცხოვრები 31 წლის მამუკა ბოკუჩავა დააკავეს. როგორც სააგენტო NewsDay.com იუწყება, მამუკა ბოკუჩავამ ვაშინგტონში და მასთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე 17 სახლი გაძარცვა. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კევინ სმიტის თქმით, სამოქმედო გეგმის თანახმად დაკავებული სახლებში უკანა კარიდან ან ფანჯრებიდან აღწევდა. როგორც პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ბოკუჩავას სახლის ჩხრეკისას ათასობით დოლარის ღირებულების სამკაულები, დიზაინერული ჩანთები და სათვალეები აღმოაჩინეს. საერთო ჯამში მოპარული ნივთების ღირებულება 300 ათას დოლარს აღწევს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ამ ეტაპზე ნივთების იდენტიფიკაცია მიმდინაროებს. ამსთან, კევინ სმიტმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ არ ცდილობდა ბოკუჩავა აღნიშნული ნივთების გაყიდვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მამუკა ბოკუჩავამ სახლების ძარცვა 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. იგი დღეს ბრუკლინში დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ბოკუჩავა მანჰეტენზე ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა. ბოკუჩავას ადვოკატის, ტარა ველანის თქმით, ის ოჯახში ერთადერთი მომუშავე პირია. მამუკა ბოკუჩავას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)