|
2025-01-23 11:14:53, 691 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ომის დასრულების საკითხი ტრამპისთვის უნდა იყოს გამარჯვება და არა პუტინისთვის
უკრაინაში ომის დასრულების საკითხი ტრამპისთვის უნდა იყოს გამარჯვება და არა პუტინისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg TV-სთან ინტერვიუში განაცხადა. „პრეზიდენტმა ტრამპმა არჩევნებში ძლიერი გამარჯვება მოიპოვა და ახლა საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ნაბიჯებს დგამს. უკრაინაში ომის დასრულების საკითხი, ვფიქრობ, ტრამპისთვის გამარჯვება უნდა იყოს და არა პუტინისთვის. პუტინი მისთვის არაფერია. ამერიკა უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთი, ევროპა უფრო ძლიერია, ჩინეთი უფრო ძლიერია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთთან ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთობლივი სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს. „ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც ომის ნამდვილად და სწრაფად დასრულება სურს, მიზანშეწონილია, რომ პუტინთან კომუნიკაციის დაწყებამდე გეგმა გვქონდეს. მიმაჩნია, რომ ეს აშშ-ის, ევროკავშირისა და მთლიანად ევროპის ინტერესებშია. ასევე, ეს უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებშია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)