14:09 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 16:40:16, 445 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება

აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გერმანიისა და ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო აშშ დასავლეთ გერმანიაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ნატო კი ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ამიტომ ჩვენ აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შოლცის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით უკვე ორჯერ ესაუბრა.

„მეგობრული და კარგი საუბრები იყო. ერთმანეთს ჩვენი მრჩევლებიც რამდენჯერმე შეხვდნენ. ამიტომ, ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას ნულიდან არ ვიწყებთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics