|
2025-01-20 16:54:57, 527 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილმა უნდა შეიგნოს, რომ 20 იანვრიდან აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება არ იქნება
მას [ივანიშვილს] უხეირო დიქტატორად მოიხსენიებენ საქართველოს მეგობრები - მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მოგეხსენებათ, როდესაც დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უნდა შედგეს, როგორც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის - ამის შესახებ კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ვინმეს დაემსგავსა ივანიშვილი, არის სწორედ ასლან აბაშიძე ქვეყნის შიგნით, ხოლო ქვეყნის გარეთ იანუკოვიჩს ,,ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვსაუბრობდით იანუკოვიჩიზაციაზე რუსული ოცნების მხრიდან - ეს უკვე ერთმნიშვნელოვნად შემდგარი ფაქტია და მათ შორის შეგვიძლია სხვა პარალელებიც გავავლოთ, მათ შორის აშშ-ში, მაგალითად როცა ჯო ვილსონი ამბობს, რომ ივანიშვილს მალე მოუწევს ასადთან, მადუროსთან ერთად მოსკოვში ბედის გაზიარება [...] [...] ივანიშვილს ეს სივრცე ჯერ კიდევ დარჩენილი მაინც აქვს დასავლეთთან მიუხედავად იმისა, რომ ის სანქცირებულია, მიუხედავად იმისა, რომ მას ხაზი აქვს გადასმული, როგორც ამ ქვეყნის მმართველს და ეს მან უნდა გაითავისოს და შეიგნოს, რომ არანაირი ამერიკის პოლიტიკის ცვლილება არ იქნება 20 იანვრიდან - პირიქით, ხელისუფლებაში მოვა დონალდ ტრამპი, რომელიც მაგალითად ამბობს, რომ რესპუბლიკელების პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებაში იყო მკაცრი, მაგრამ არასაკმარისად მკაცრი, რომელთანაც დღეს ივანიშვილი დაახლოვდა, სტრატეგიულ პარტნიორად ჩაანაცვლა ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთის კომუნისტური პარტიით" - თქვა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)