10:31 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 18:14:56, 741 ნახვა

ეკონომიკა
10 მარტიდან ახალი შიდა ავიარეისები შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ახალ შიდა ავიამიმართულებებს ამატებს - 10 მარტიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ნატახტარი - ქუთაისისა და ქუთაისი - ნატახტარის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება.

რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის იქნება 50 ლარი, ბავშვებისთვის - 35 ლარი,  ხოლო ჩვილთათვის მგზავრობა უფასო იქნება.

ყოველ ორშაბათსა და პარასკევს  შესრულდება ფრენები მესტია - ქუთაისი და ქუთაისი - მესტიის მიმართულებით, ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის  იქნება 40 ლარი,  ბავშვებისთვის - 28 ლარი, ჩვილებისთვის უფასო.

ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ხორციელდება რეისები კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას), ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 65 ლარია, ხოლო ბავშვებისთვის - 45 ლარი (ჩვილებისათვის მგზავრობა უფასოა). 2015 წლის განმავლობაში აღნიშნული რეისით 4,458 მგზავრმა ისარგებლა.

რეისებს ავიაკომპანია „სერვისეარი“ შეასრულებს ახალი 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით. ნატახტარი - მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია „Vanilla Sky”-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics