17:59 - 07 Jun, 2026
|
2025-01-18 15:07:17, 1775 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - უკრაინაში, მათ შორის კიევში, ძალიან ხმაურიანი ღამე იყო
კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დღეს დილით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას. „უკრაინაში, მათ შორის კიევში, ძალიან ხმაურიანი ღამე იყო. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა. ის იძულებული უნდა გახდეს, რომ ძალის მეშვეობით სამართლიანი მშვიდობა მიიღოს, მაქსიმალური ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის გზით“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რუსეთმა დღეს დილით კიევსა და ზაპოროჟიეს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. ბოლო მონაცემებით, რუსეთის იერიშის შედეგად, უკრაინის დედაქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)