01:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 16:59:32, 491 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინთან საუბარში ევროკავშირთან დაკავშირებით ერევნის ნაბიჯები განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას ევროკავშირთან დაკავშირებით ერევნის ნაბიჯები განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნიკოლ ფაშინიანმა ერევნის მიერ ცოტა ხნის წინ ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტში გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებული ვითარება განმარტა. რუსეთის ლიდერმა შესაბამისი კომენტარები და შეფასებები გააკეთა“, - აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, პუტინმა და ფაშინიანმა ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

„აღინიშნა მნიშვნელოვანი პრაქტიკული სარგებელი ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის ფარგლებში ერთობლივი მუშაობის შედეგად, მათ შორის სომხეთის ეკონომიკისთვის“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics